დიდიე დროგბა სალაჰისა და ეგვიპტის ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა
დიდიე დროგბამ “ლივერპულისა” და ეგვიპტის საფეხბურთო ნარკების თავდამსხმელს, მუჰამედ სალაჰს შეაქო, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ეგვიპტელი გულშემატკივრების გული გაახარა და თავისი ნაკრები 28 წლის შემდეგ პირველად გაიყვანა მუნდიალზე.
სალაჰის მიერ 95′-ე წუთზე გატანილმა გამარჯვების გოლმა ლონდონის “ჩელსის” მეფეს კოტ-დიუვარელთა 2006 წლის წარმატება გაახსენა, როდესაც მათაც შეძლეს ამ ტურნირზე თავიანთი სათქმელის თქმა.
ეგვიპტელთა წარმატებას დროგბა ამგვარად გამოეხმაურა: “ჩემი ძმით ვამაყობ (@22mosalah). შენ ნაკრების ნამდვილი ლიდერი გახდი. ეს 2006 წლის კოტდიუვარს მახსენებს…”
Proud of my brother @22mosalah u became a real leader of a Nation ?? reminds me of Côte d’Ivoire in 2006 ????#thebeautifulgame #russia2018 https://t.co/ZAPEgdmBkw
— Didier Drogba (@didierdrogba) October 8, 2017