ეგვიპტის ნაკრების მეკარე შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში შევიდეს
გუშინ, ეგვიპტის ნაკრებმა დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა 2018 წელს რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზური.
ეგვიპტის ნაკრების კარს 44 წლის ისსამ ელ ჰადარი იცავდა, რომელსაც ეროვნულ გუნდში 155 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მას შეუძლია შევიდეს მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში, როგორც ყველაზე ხნიერი მოთამაშე. თუ ის 2018 წელს ნაკრებთან ერთად გაემგზავრება რუსეთში, მაშინ ელ ჰადარი გააუმჯობესებს კოლუმბიის ნაკრების ყოფილი მეკარის, ფარიდ მონდრაგონის რეკორდს, რომელიც 43 წლის ასაკში 2014 წელს კოლუმბიის ნაკრებში თამაშობდა.
ეგვიპტის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მესამედ მოხვდა. 28 წლის შემდეგ ისინი პირველად შეძლებენ ამ ტურნირზე მონაწილეობას.