სადიო მანეს ტრავმა საკმაოდ სერიოზულია
“ლივერპულის” შემტევი სადიო მანე სანაკრებო პაუზის დროს დაიმტვრა. როგორც გაირკვა, სენეგალელ ფეხბურთელს საკმაოდ დიდი ხანი გაუცდება.
თავდაპირველი დასკვნის შემდეგ გაირკვა, რომ მანეს ექვსი კვირა გაუცდება. სანაკრებო პაუზის დროს, მისი გუნდი კაპე ვერდეს უპირისპირდებოდა, “ლივერპულის” ფეხბურთელის შეცვლა კი აუცილებელი 89-ე წუთზე გახდა.
მანე ექვსი კვირის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვან მატჩებს გამოტოვებს, განსაკუთრებით აღსაღნიშნია შაბათს “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ გასამართი მატჩი.