El Confidencial: “მადრიდის “რეალი” მზადაა გარეტ ბეილი გაყიდოს”
ესპანური გამოცემა El Confidencial -ის ინფორმაციით, გარეტ ბეილმა შესაძლოა მადრიდის “რეალი” დატოვოს.
უელსის ნაკრების ფეხბურთელი მადრიდულ კლუბს 2013 წელს შეუერთდა და მასში იმ დროისათვის სარეკორდო თანხა 100 მილიონი ევრო გადაიხადეს. მას შემდეგ გარეტს გამუდმებით ტრავმები აწუხებს, ამიტომაც მან ვერ მოახერხა თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენა.
El Confidencial-ი აცხადებს, რომ თუ რომელიმე კლუბი მზადა იქნება ბეილში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაშინ ფლორენტინო პერესი მას უპრობლემოდ შეელევა.