რონალდინიომ მსოფლიოს ორი საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
“ბარსელონასა” და “მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდინიომ მსოფლიოს ორი საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა და “მილანის” კრიზისზეც გააკეთა კომენტარი.
“კარლო ანჩელოტი და ხოსეპ გვარდიოლა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები არიან. თუ “მილანი” კარლოს დაიბრუნებს, ეს დიდი მოვლენა იქნება. ის კარგად იცნობს გუნდს, გულშემატკივრებს ანჩელოტი უყვართ, ფეხბურთელები კი მას აფასებენ.
“მილანი” სრულიად ახალი გუნდია. როდესაც შემადგენლობას მთლიანად ცვლი, მწვრთნელს ახალი გუნდის ასაშენებლად დრო უნდა მისცე. ვინჩენცო მონტელას გამოცდილება აქვს, მაგრამ ისეთი კლუბები, როგორიც “მილანია”, მწვრთნელებს ცოტა დროს აძლევენ. იმედი მაქვს, რომ “როსონერი” გამარჯვებების სერიას “ინტერთან” მოგებით დაიწყებს”, – განაცხადა რონალდინიომ “ლა გაძეტა დელო სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს შვიდი ტურის თავზე “მილანს” აქტივში 12 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიცია უკავია. გუნდი გათამაშების ლიდერს 11 ქულით ჩამორჩება. მილანური დერბი 15 ოქტომბერს ჩატარდება.