ვერტონგენი ბელგიის ნაკრების რეკორდსმენი გახდა
ბელგიის საფეხბურთო ნაკრებისა და ლონდონის “ტოტენჰემის” მცველის, იან ვერტონგენისთვის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გამართული ბოლო მატჩი განსაკუთრებული გამოდგა.
კვიპროსელებთან გამართული მატჩი რიგით 97-ე შეხვედრა გახლავთ, რომელშიც ვერტონგენმა ბელგიის ნაკრების მაისურის მორგება შეძლო, რაც ჯერჯერობით რეკორდული მაჩვენებელი გახლავთ. ამ შედეგით ვერტონგენმა იან კულემანსს გადაასწრო (96).
ცნობისთვის გეტყვით, რომ 30 წლის ვერტონგენი ბოლო ექვსი წელია, ლონდონის “ტოტენჰემში” გამოდის. ინგლისამდე კი გზა ამსტერდამის “აიაქსში” ჩატარებული ოთხი კარგი სეზონით გაიკვალა.