დეიან ლოვრენმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩის წინ ტელეფონის ნომერი შეიცვალა
“ლივერპულის” ცენტრალურმა მცველმა, დეიან ლოვრენმა განაცხადა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩის წინ მან ტელეფონის ნომერი შეიცვალა.
როგორც იცით, დღეს, 14 ოქტომბერს ინგლისის პრემიერ ლიგაში ერთმანეთს “ლივერპული” და “მანჩესტერ იუნაიტედი” შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
“გულშემატკივრები სეზონის დასაწყისიდან საუბრობენ იმაზე, რომ ოქტომბერში “ლივერპული” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ერთმანეთს ეთამაშებიან. განსაკუთრებით, ბოლო ათი დღის განმავლობაში ამ მატჩზე საუბარი არ წყდება. ბევრი მირეკავს და მთხოვს, რომ მათ ბილეთი გადავცე. ვისურვებდი, ბილეთი ყველასთვის მეჩუქა, მაგრამ ეს შეუძლებელია. უკვე 20-ზე მეტმა ადამიანმა დამირეკა, ამიტომ ტელეფონის ნომერი შევიცვალე. საჭიროა, რომ მხოლოდ ფეხბურთზე ვიფიქრო”, – უთხრა დეიან ლოვრენმა Football Focus-ს.