გავრდიოლა პოჩეტინოს პასუხობს: “ჩემი კოლეგების მიმართ არასდროს ვყოფილვარ უპატივცემულო! არასდროს!!!”
პეპ გვარდიოლამ რამდენიმე დღის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა: “ჯერ სექტემბერია. “ჩელსიმ” გასულ სეზონში მიყოლებით 13 თამაში მოიგო. ასევე, გვაყვს მეტოქეებად “მანჩესტერ იუნაიტედი” და ჰარი კეინის გუნდი.”
აღნიშნულ სიტყვებს ლონდონის “ტოტენჰემის” თავკაცი, მაურისიო პოჩეტინო გამოეხმაურა. არგენტინელი დამრიგებლის აზრით, “ქალაქელთა” თავკაცმა “სპურსების” მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა. მისი თქმით, როგორც გვარდიოლას დროინდელი “ბარსა” არ იყო ლიონელ მესის გუნდი, ასევე არც “ტოტენჰემია” მხოლოდ კეინის.
დღეს პოჩეტინოს გვარდიოლამ უპასუხა: “მე უპატივცემულობა გამოვიჩინე? მაურისიოს აქამდეც შევხვდი და მას ვესაუბრე. შეიძლება, ჩემი ინგლისური საკმაო დონეზე გასაგები არაა. პრესკონფერენციაზე კოლეგების მიმართ არასდროს გამომიჩენია უპატივცემულობა! არასდროს! როცა ვთქვი, “ჰარი კეინის გუნდი”, ეს იმიტომ განვაცხადე, რომ ჰარის ბევრი გოლები გაჰქონდა. ძალიან კარგად ვიცნობ “ტოტენჰემს” და ვიცი, რომ ის მხოლოდ კეინი არაა!” – ამბობს პეპი.