ლორენტე: “ჩელსიში” გადასვლაზე ვფიქრობდი, მაგრამ “ტოტენჰემის” წინადადება უკეთესი იყო”
ლონდონის “ტოტენჰემის” კუთვნილებაში მყოფი ფერნანდო ლორენტე აღიარებს, რომ ზაფხულში ძალიან ახლოს იყო “სუონსიდან” ლონდონის “ჩელსიში” გადასვლასთან, მაგრამ ტრანსფერი “არისტოკრატთა” მიზეზით ჩაიშალა.
“დიახ, ბოლო წამს ძალიან რთული გადაწყვეტილების წინაშე დავდექი. კონტე, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ “იუვენტუსში” ყოფნის პერიოდიდან, ძალიან დიდ ინტერესს იჩენდა ჩემს მიმართ. მაგრამ, “ჩელსიმ” “სუონსისთან” შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლო.
“ტოტენჰემთან” კი ყველაფერი უფრო მარტივი და სწრაფი გამოდგა. პოჩტინომ 30 აგვისტოს დამირეკა და მაშინვე შემაყვარა თავი. ენთუზიაზმით აღმავსო… “ჩელსიში” გადასვლაზე ვფიქრობდი, მაგრამ “ტოტენჰემის” წინადადება უფრო სოლიდური იყო.
“სპურსმა” საკმაოდ მოკლე პერიოდში მიაღწია შეთანხმებას და ყველა სირთულის მიუხედავად, “უემბლიზე” აღმოვჩნდი,” – აცხადებს “იუვეს” ყოფილი შემტევი.