ჟულიო ბაპტისტა: “მოთამაშეები ზიდანს ბრმად ენდობიან”
მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟულიო ბაპტისტამ, ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი წევრის თქმით, “სამეფო კლუბის” მოთამაშეები ზიზუს ბრმად ენდობიან.
“ზიდანს შესანიშნავი სამწვრთნელო კარიერა აქვს, ის გასაოცარ სამუშაოს ასრულებს მადრიდში. ფეხბურთელები მას ბრმად ენდობიან და ეს ფრანგს დიდ უპირატესობას ანიჭებს. მას შემდეგ, რაც ის “რეალს” წვრთნის, გუნდის თამაში გაუმჯობესდა და სტაბილურად გამოიყურებიან, სწორედ ეს ეხმარება, მათ ტიტულების მოგებაში. ფრანგი სპეციალისტი ნდობას ფანებისგანაც გრძნობს. ეს ყველაფერი კი, მუშაობის წყნარად გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს,” – განაცხადა ჟულიო ბაპტისტამ.