ზინედინ ზიდანი: “შედეგით კმაყოფილები არ ვართ”
დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მადრიდის “რეალმა” და ლონდონის “ტოტენჰემმა” ქულები გაიყვეს (1-1).
მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს მადრიდელთა მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ესაუბრა.
“ბედნიერები არ ვართ, რადგან სახლში ვთამაშობდით. როცა საკუთარ კედლებში ვატარებთ შეხვედრას, ყოველთვის გამარჯვება გვინდა. ამ მატჩში ორი შესანიშნავი მეკარე თამაშობდა. ისინი კარგად იცავდნენ კარს და არ უშვებდნენ გოლს, შესაბამისად, ეს ლოგიკური შედეგი იყო.”
“პრობლემა ნაადრევად გაშვებული გოლია. თუ შენ ამას მეტოქის წინააღმდეგ აკეთებ, ეს იდეალურია. თუმცა, როცა პირველი უშვებ გოლს, ეს ერთით უკან გადადგმული ნაბიჯია. მათ კარგად იცოდნენ, როგორ დაეცვათ თავი. ამიტომ, გაგვიჭირდა.”
“საბოლოოდ, ფრე ვითამაშეთ. თუმცა, “უემბლიზე” გამარჯვებას ვეცდებით. ჩვენ არ გვჭირდება ბევრი ცვლილება. ვითამაშეთ მშვენივრად, ფეხბურთელები კარგად გაისარჯნენ და პრესინგზეც დაუღალავად იმუშავეს. გვაქვს შვიდი ქულა – ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები,” – აცხადებს ზიდანი.