ბარტონი: “ვენგერი ელოდება, როდის გამოაგდებენ “არსენალიდან”
ეპატაჟურმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯოი ბარტონმა ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
“ვაფასებ იმას, რაც ვენგერმა “არსენალისთვის” გააკეთა, მაგრამ ხანდახან ხდება, რომ წვეულებაზე ზედმეტად დიდხანს რჩები. შეგიძლია, რომ წვეულებიდან შინ 12 საათზე წახვიდე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ვენგერი დილის 4 საათამდე დარჩა და ელოდება, როდის გამოაგდებენ.
უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მას კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, რომ წასულიყო და პოსტი სხვა ვინმესთვის დაეთმო”, – ციტირებს ბარტონის სიტყვებს talkSPORT-ი.
შეგახსენებთ, რომ თავად ჯოი ბარტონი საფეხბურთო მატჩებზე გაკეთებული 1260 ფსონის გამო 18 თვით დისკვალიფიცირებულია. ინგლისელს ეს სასჯელი აპრილში გამოუტანეს.