მონტელა: “მილანს” რაღაც აკლია, ჩემი მოვალეობა კი ამის პოვნა და გამოსწორებაა”
“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ “აეკთან” ფრედ დასრულებულ მატჩზე ისაუბრა, რამაც “სან სიროზე” შეკრებილ 17000 გულშემატკივარს იმედები გაუცრუა.
“რთულ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ რომ მოგვეგო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ჩვენ ჩვენი თამაში ვითამაშეთ, მაგრამ მეტოქე მაქსიმალურად ცდილობდა თამაშის ჩაკეტვას და შემდეგ ამისგან თავის დაღწევა ძალიან გაგვიჭირდა.
გულშემატკივრებს შორის იმედგაცრუება და გაბრაზება იგრძნობოდა, რაც სერია ა-ში განცდილი სამი მარცხითაც იყო გამოწვეული. ვხედავ, რომ ბიჭებს მეტის გაკეთება უნდათ, მაგრამ რაღაც აკლიათ. შესაძლოა, ფსიქოლოგიურადაც და ჩემი მოვალეობაა, რომ ეს გამოვასწორო,”- აცხადებს მონტელა.
ევროპა ლიგის სამი ტურის შემდეგ “მილანი” 7 ქულით პირველ პოზიციას იკავებს. სერია ა-ში კი ბოლო დროს მნიშვნელოვნად ჩამოქვეითდა და ახლა 12 ქულით მეათე ადგილზეა.