რომელმა გუნდმა რა თანხა მიიღო გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შემდეგ?
BBC Sport-ი აქვეყნებს საინტერესო სტატიას, სადაც იმ კლუბებისა და მათი სარგებლის შესახებ წერა, რომლებიც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობდნენ. სტატისტიკა საინტერესოა, მაგალითად, იმ მხრივ, რომ გამარჯვებულმა მადრიდის “რეალმა” UEFA-სგან უფრო ნაკლები მიიღო, ვიდრე “ლესტერ სიტიმ” – დებიუტანტმა, რომელიც 1/4 ფინალში მადრიდის “ატლეტიკოსთან” დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
“მელიებმა” 1/4 ფინალამდე მიღწევით 81.7 მილიონი ევრო მიიღეს. მადრიდულმა გრანდმა კი მხოლოდ და მხოლოდ, 81 მილიონი ევრო გამოიმუშავა. ყველაზე მეტი თანხა ტურინის “იუვენტუსმა” მიიღო – 110.4 მილიონი ევრო. მთლიანობაში კი, UEFA-მ გუნდებზე 1.25 მილიარდი ევრო გასცა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ შარშანდელი სეზონის ევროპის ლიგის ტრიუმფატორმა, “მანჩესტერ იუნაიტედმა” 44.5 მილიონი ევროთი შეივსო ბიუჯეტი.