მოურინიო: “ფეხბურთელებმა თავად უნდა ახსნან, რატომ ითამაშეს ასე საშინლად”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ “ჰადერსფილდთან” წაგებული მატჩის (2-1) შემდეგ პრესასთან ამ მარცხის გამომწვევ მთავარ მიზეზებზე ისაუბრა.
“ნამდვილად არ ვიცი, რა გითხრათ. ასეთი დამოკიდებულებით ამხანაგურ მატჩებსაც კი არ ვთამაშობდით. პირველ ნახევარში უბრალოდ ველოდებოდი, თუ როდის დაუშვებდნენ ასეთ შეცდომებს. მათი დამოკიდებულება ნამდვილად შეუფერებელი იყო.
წაგება მაშინ არის მისაღები, როდესაც მეტოქე შენ ბევრად აღემატება და არა მაშინ, როდესაც იმის გამო აგებ, რომ სხვისი შესაძლებლობები სათანადოდ არ შეაფასე, ეს ძალიან ცუდია.
ანდერ ერერამაც ისაუბრა ამ ფაქტორზე და ვფიქრობ უკეთესი იქნება, თუ ყველა მათგანს დავიბარებთ პრესკონფერენციაზე და ავახსნევინებთ, რა მოხდა, რატომ ითამაშეს ასე საშინლად. არანაირი გარანტია არ მაქვს, რომ მსგავსი რამ მომდევნო მატჩში არ მოხდება,” – აცხადებს მოურინიო.