მინო რაიოლა: “იბრა კიდევ ითამაშებს 5-6 წელი და მან ახლა უკვე ჩემზე უნდა იმუშაოს”
ცნობილი აგენტი მინო რაიოლა ამბობს, რომ მისი კლიენტი ზლატან იბრაჰიმოვიჩი პროფესიული კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ აპრილის თვეში შვედმა თავდამსხმელმა მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც დიდი პერიოდი გაუცდა და პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი კარიერის დასრულებასაც აპირებდა, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა.
“იმ ექიმს ვესაუბრე, რომელმაც ზლატანს ოპერაცია გაუკეთა და მან მითხრა, რომ ასეთი სპორტსმენი არასდროს უნახავს. დარწმუნებული ვარ, რომ იბრა კიდევ ითამაშებს ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში. ის კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს. მე მას გაჩერების უფლებას არ მივცემ, მან ახლა უკვე ჩემზე უნდა იმუშაოს. შვილები წამომეზარდნენ და ფული მჭირდება. მე მასზე მრავალი წლის განმავლობაში ვიმუშავე და ახლა მან უნდა იმუშაოს ჩემზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ მის ხელფასს მე ავიღებ, ის კი კომპენსაციას მიიღებს.
შესაძლოა თუ არა,, რომ ზლატანი მწვრთნელი გახდეს? შემეცოდებიან ის ფეხბურთელები, რომლებთაც მასთან მოუწევთ მუშაობა. საინტერესოა, მოიძებნება თუნდაც ერთი მამაცი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ იბრა რაღაცას არასწორად აკეთებს?! ასეთი რამ თუ მოხდება, ვისურვებ, რომ იქვე ფარული კამერაც იყოს დამონტაჟებული”, – რაიოლას სიტყვები Expressen-მა გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ 24 აგვისტოს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.