გურამ კაშია: “არ ვნანობ იმას, რაც გავაკეთე”
არნემის “ვიტესის” კაპიტანმა, გურამ კაშიამ განაცხადა, რომ ის ლგბტ პირების მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობას არ ნანობს.
როგორც იცით, 15 ოქტომბერს, “ჰერაკლესსთან” გამართულ მატჩში ლგბტ პირების მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობის გამო, 30 წლის მცველი საქართველოში გააკრიტიკეს.
“მე ყოველთვის ძალადობის წინააღმდეგი ვარ და ადამიანების თავისუფლებას მხარს ვუჭერ. იქამდე, სანამ ადამიანი სხვას არაფერს უშავებს, მე მის გვერდით ვიქნები. რთული ასახსნელია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგიერთი ადამიანი ასე არ ფიქრობს. ცოტანი იყვნენ ისეთები, რომლებმაც ჩემს ფეისბუქ გვერდზე უკმაყოფილება გამოხატეს, ამიტომ ამისათვის ყურადღება არ მიმიქცევია. ისინი ჩემით ცოტათი იმედგაცრუებულები დარჩნენ.
არ ვნანობ იმას, რაც გავაკეთე. რა თქმა უნდა, ეს ჩემი პასუხისმგებლობაც იყო. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ, იქამდე, სანამ სხვა ადამიანს რამეს არ დაუშავებ. ეს ჩემი შეხედულებაა. ჩემით იმედგაცრუებული ცოტა ადამიანი დარჩა, მაგრამ ეს დიდი პრობლემა არ არის.
ზოგიერთ ადამიანს ყურადღების მიქცევა სურდა და ეს ცოტათი სასაცილოც იყო. ათასობით ადამიანიც რომ იყოს ჩემს წინააღმდეგ, ეროვნებასა და ეროვნულ ნაკრებს ვერავინ წამართმევს. თუ ნაკრებში გამომიძახებენ, რა თქმა უნდა, ვითამაშებ. ზოგჯერ პრესა პატარა ამბავს დიდ ამბად აქცევს”, – უთხრა კაშიამ Nos.nl-ს.