ხვალ ევროშესარჩევი იწყება
24 ოქტომბერს თბილისში ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ჯგუფში იტალიასთან, მონტენეგროსთან და ლატვიასთან ერთად ეცდება ელიტ-რაუნდში გამსვლელი ორი საგზურისთვის ბრძოლას.
ტურნირს 15 საათზე იტალია – მონტენეგროს მატჩი გახსნის დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე. 18 საათზე კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველო ლატვიას უმასპინძლებს. შესარჩევი ციკლის მატჩებზე გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია.
გიორგი ნემსაძემ შესარჩევი ეტაპისთვის ეს ფეხბურთელები შეარჩია:
მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ);
მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი);
ნახევარმცველები: გიორგი ლომთაძე (დინამო თბ), გიორგი შალიკაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი გაგუა (იბერია 2010), ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო) , ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია), დავით ლორთქიფანიძე (ვალგობია ძანანო, იტალია), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ);
თავდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი (დინამო თბ), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).
სფფ-ის პრესსამსახური