ჟეზუსმა სერხიო აგუეროსთან არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა
“მანჩესტერ სიტის” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, გაბრიელ ჟეზუსმა, რომელიც ბრწყინვალედ მოერგო ინგლისურ ფეხბურთს, მასსა და სერხიო აგუეროს შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა.
“აგუეროსთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს. ჩვენ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რამდენად დიდი ფეხბურთელი და ფანტასტიკური პიროვნება არის ის. მე მისი დიდი გულშემატკივარი ვარ.
მის მხარდამხარ თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებს. როდესაც ფეხბურთელებს მოედნის ფარგლებს მიღმაც კარგი ურთიერთობა აქვთ, მოედანზე უფრო უადვილდებათ ერთმანეთის გაგება.
იმედი მაქვს, რომ აგუერო რაც შეიძლება მალე შეძლებს მორიგი რეკორდის დამხობას და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირიც გახდება, ის ამას ნამდვილად იმსახურებს,” – აცხადებს ჟეზუსი.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ამ მომენტისთვის აგუეროს ანგარიშზე “ქალაქელთა” მაისურით გატანილი 177 გოლია, მსგავსად კლუბის ლეგენდის, ერიკ ბრუკისა. ერთპიროვნული ლიდერობის მოსაპოვებლად არგენტინელ გოლეადორს მხოლოდ ერთი გოლის გატანა სჭირდება.