ზიდანი: “კატალონიაში მხოლოდ ფეხბურთის სათამაშოდ ჩავდივართ”
კატალონიაში დაძაბული სიტუაციაა. ადგილობრივების უმრავლესობა რეფერენდუმის გზით დამოუკიდებლობას ითხოვს. სწორედ ამ პერიოდში (29 ოქტომბერი) იქ მადრიდის “რეალი” ჩაფრინდება და ადგილობრივ “ჟირონას” დაუპირისპირდება.
ხვალ “ბლანკოსი” ესპანეთის კოპა დელ რეის 1/16 ფინალში “ფუენლაბრადას” შეერკინება. მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე კატალონიაში ვიზიტზეც გაამახვილა ყურადღება.
“იქ მხოლოდ ფეხბურთის სათამაშოდ მივდივართ. რა თქმა უნდა, ჩვენს უსაფრთხოებაზეც ვფიქრობთ. თუმცა, ახლა მთავარი შეხვედრისთვის სათანადოდ მომზადებაა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შინ სამი ქულით დავბრუნდეთ,” – აცხადებს “ზიზუ”.
ფრანგმა კოპა დელ რეის შეხვედრაზეც ისაუბრა.
“ტურნირის ფორმატი შეცლვილია და ეს, როგორც მწვრთნელს ან ფეხბურთელს, არასდროს მომიგია. იმედი მაქვს, წელს ამას მოვახერხებ. ხვალინდელ მატჩში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას შევეცდებით,” – ამბობს ზიდანი.