“ლესტერ სიტიმ” ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა
ინგლისის პრემიერ ლიგაში მოთამაშე “ლესტერ სიტის” ხელმძღვანელებმა გულშემატკივარს მთავარი მწვრთნელის როლის ახალი შემსრულებელი, კლოდ პუელი წარუდგინა.
“მელიების” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 56 წლის ფრანგმა სპეციალისტმა, რომელსაც ამ პოსტზე კრეიგ შექსპირის შეცვლა ევალება, კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
“ჩემთვის დიდი პატივია ისეთი კლუბის სათავეში ყოფნა, როგორიც “ლესტერ სიტია”. მიხარია, რომ ამ კლუბისა და ჩემი ღირებულებები, ისევე როგორც ამბიციები, ერთმანეთს ემთხვევა,” – აცხადებს პუელი.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს პუელმა საკუთარი შესაძლებლობები “საუთჰემპტონში” გამოსცადა, რომელიც გასულ ივნისს დატოვა. მისი მეთაურობით “წმინდანებმა” ჩემპიონატში მერვე ადგილზე გასვლა და ლიგის თასის ფინალში თამაში შეძლეს.