რაულის შვილმა “რეალის” ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ ითამაშა
მადრიდის “რეალის” ლეგენდის, რაულ გონსალესის შვილმა, ხორხე გონსალესმა “ბლანკოსის” ახალგაზრდული კლუბის წინააღმდეგ ითამაშა.
უმცროსი ვაჟი ამჟამად South-East Kansas Soccer Academy-ში ირიცხება და იქ ცდილობს განვითარებას. აღნიშნული აკადემიის გუნდმა ესპანურ კლუბთან “ვალდებებასზე” გააგორა ბურთი. სწორედ აღნიშნულ შეხვედრაში გამოჩნდა მოედანზე ხორხე.
საგულისხმოა, რომ რაულის შვილმა მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში ფოტოც დადო, სათაურით: “ეს ის არაა სადაც მე ვარ, თუმცა ისაა, სადაც მინდა ვიყო.”