ზიდანი: “სიახლე არ გვაქვს – კატალონიაში მივდივართ”
ლა ლიგა სანტანდერის მეათე ტურის მატჩის (“ჟირონას” წინააღმდეგ) წინ, მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.
“ლა ლიგიდან” ახალი ამბავი არ გვაქვს. ამიტომ, კატალონიშაი მივდივართ და “ჟირონას” ვეთამაშებით. მხოლოდ და მხოლოდ, ერთ რამეზე ვფიქრობ და ეს ხვალინდელი შეხვედრაა. ვიცი, ახლა იმ მხარეში დიდი ხმაური და არეულობაა. თუმცა, ეს ჩვენ არ გვეხება.”
“ნავასი ტრავმირებულია. კიკო კასილია კი, მზადაა. ის იმ ქალაქში ითამაშებს, სადაც დაიბადა. “ჟირონასთან” რთული დაპირისპირება გველის. მათ სტადიონზე თამაში მარტივი არაა. თუმცა, არც იმაზე ვფიქრობთ, რომ იქ არასდროს გვითამაშია. ჯერ კვირას, შემდეგ კი ოთხშაბათს გასვლაზე გვაქვს თამაშები. მაგრამ ასეთ რეჟიმს მიჩვეულები ვართ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს თავს კარგად გავამრთევთ,” – აცხადებს “ზიზუ”.