ისკო: “ვერავინ იტყვის, რომ “რეალი” ლა ლიგაში “მკვდარია”
გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეათე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” კატალონიის “ჟირონას” ესტუმრა და მეტოქესთან ანგარიშით, 1-2 დამარცხდა.
მძიმე შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლანკოსის” ნახევარმცველი, ისკო ალარკონი ესაუბრა.
“ვერავინ იტყვის, რომ ლა ლიგაში “რეალი” მკვდარია. არა ერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ ქამბექის გაკეთება შეგვიძლია. როცა ყველაფერი უპრობლემოდ მიდის, მარტივია, თქვა, ჩვენ კარგი გუნდი ვართ. ახლა რთულ სიტუაციაში ვართ და ეს პრობლემა უნდა გადავჭრათ. აშკარაა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.”
“უცნაური შეხვედრა გამოივდა. 1-0-ზე თავი ბედნიერად ვიგრძენით. თუმცა მეორე ნახევრის დასაწყისში კონცენტრაცია დავკარგეთ და ორი გოლი მივიღეთ. ახლა ლონდონში, ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს გასამართი. მხოლოდ ამაზე უნდა ვიფიქროთ, შემდეგ კი ლა ლიგას დავუბრუნდეთ,” – აცხადებს ისკო.