კოული: “რეალში” გადასვლა კეინს უმაღლესი დონის ფეხბურთელად აქცევს”
ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრი, კარლტონ კოული თვლის, რომ ჰარი კეინისთვის მადრიდის “რეალში” გადასვლა უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
“ჰარი კეინი ყველაფერს შესანიშნავად აკეთებს. ბევრი მას მსოფლიო დონის ფეხბურთელად მიიჩნევს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, ის ახლა უბრალოდ კარგ ფორმაშია, მაგრამ არის კი მსოფლიო კლასის ფეხბურთელი? ლევანდოვსკი არის, რომელიც ყოველწლიურად ამტკიცებს ამას, კეინი კი ჯერ არა.
იმისათვის, რომ კეინმა უფრო მაღალ საფეხურზე გადაინაცვლოს, ნაკრებშიც უნდა იკისროს ლიდერის ფუნქციები. გარდა ამისა, საჭიროა ტიტულებიც. ასე რომ, სანამ კეინს ამ წოდებას მივანიჭებთ, მან კიდევ ერთი ორი წელი უნდა ითამაშოს ასეთ დონეზე.
მსოფლიო დონის მოთამაშე არც ლუკაკუა და არც მორატა, მაგრამ არიან: ზიდანი, მესი, რონალდინიო და რონალდუ. ეს განსაკუთრებული ჯგუფია. ბეილმა და რონალდუმ დაამტკიცეს, რომ ინგლისშიც და “რეალშიც” შეუძლიათ თავის გამოჩენა, იმედი მაქვს, რომ კეინიც შეძლებს იგივეს. “ბარსელონასა” და “რეალში” გადასვლით, ის ძალიან მალე მოიპოვებს ამ სტატუსს,” – აცხადებს კოული.