ზიდანი: “მიყვარს, როცა რთულ სიტუაციაში ვვარდებით”
დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში მადრიდის “რეალი” ინგლისის დედაქალაქ ლონდონს ესტუმრება და “უემბლიზე” “ტოტენჰემს” დაუპირისპირდება.
პრინციპული შეხვედრის წინ “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“წინ დიდი გამოწვევაა. თუმცა, ენთუზიასმით და ვნებით ვართ აღვსილები. ყველაფერს ვიზამთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ამ სეზონში ბევრი რთული მომენტი გვქონდა. რა თქმა უნდა, არ მომწონს წაგების შეგრძნება. ახლა კიდევ ერთი დიდი დაბრკოლება გვაქვს წინ – შესაბამისად, არსებობს დიდი გამარჯვების მოპოვების შანსიც. როცა საქმე რთულად მიდის, უფრო მეტად გვინდა, რომ მოვიგოთ.”
“არ ვფიქრობ, რომ “ჟირონასთან” გამართული შეხვედრა “რეალში” ჩემი მწვრთნელობის პერიოდში ჩატარებულ მატჩებში ყველაზე ცუდი იყო. ეს ფეხბურთია და, როცა აგებ, აანალიზებ ამ შედეგის გამომწვევ ფაქტორებს. ჩენ ნამდვილად არ ვითამაშეთ კარგად და ამ ხარვეზებს აუცილებლად აღმოვფხვრით. კატალონიელებთან დაპირისპირებაზე მეტს აღარ ვფიქრობთ. ახლა წინ ახალი შეხვედრაა. შეიძლება, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ თავს მშვენივრად ვგრძნობთ და ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების მოპოვებას ვაპირებთ,” – აცხადებს “ზიზუ”.