ზინედინ ზიდანი: “ტოტენჰემმა” გვაჯობა – ამაზე უნდა შევთანხმდეთ”
დღეს ლონდონის “ტოტენჰემმა” მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში ანგარიშით, 3-1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მატჩის შემგომ ჟურნალისტებს “თეთრების” მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ესაუბრა.
“ყოველთვის მეკითხებით, ვარ თუ არა დამწუხრებული, მაგრამ არ ვარ დამწუხრებული. ასე არასდროს ვგრძნობ თავს, რაც არ უნდა მოხდეს. დღეს ჩვენზე უკეთეს გუნდს ვეთამაშეთ. ისინი გვჯობდნენ და ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ცუდად არ გვიასპარეზია. გვქონდა შანსები, შეგვეძლო რამდენიმეჯერმე აგვეღო მეტოქის კარი – თუმცა ყველაზე ცუდი, რაც ხდებოდა, იყო ის, რომ მომენტებს სათანადოდ ვერ ვიყენებდით. ესაა და ეს.”
“წავაგეთ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა. ახლა ბოლო ორი მატჩი გვაქვს წაგებული – ერთი ლა ლიგის, მეორე ამ ტურნირის. ჩვენ ბედნიერები ვერ ვიქნებით, გულშემატკივრები თავს ცუდად გრძნობენ. მათი გულები ვერ გავახარეთ. როცა აგებ, თავი მაღლა უნდა ასწიო. ეს ფეხბურთია. წინ მრავალი შეხვედრაა, რომლებშიც სიტუაციის შემობრუნება შეგვიძლია,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.