კევინ დე ბრუინმა საკუთარ მომავალზე გააკეთა კომენტარი
“მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთმა ლიდერმა, კევინ დე ბრუინმა საკუთარ მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ ინგლისში კიდევ დიდი ხნის მანძილზე აპირებს დარჩენას. ბელგიელ ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტის ამოწურვამდე 4 წელი აშორებს.
“პეპის მოსვლის შემდეგ, ყველაფერი უკეთ არის. პეპი გუნდს ისეთი სტილის ფეხბურთს ათამაშებს, რომელიც მე ძალიან მომწონს და ეს ყველაფერი ძალიან მიადვილებს დარჩენის გადაწყვეტილების მიღებას.
აქ ყოფნა ძალიან მომწონს, მანჩესტერში ჩემთვის სრულყოფილი გარემოა. მოსვლის დღიდანვე ვგრძნობდი, რომ ჩემში დარწმუნებულები იყვნენ და მენდობოდნენ.
რაც შეეხება გუნდის პროექტს, ის ნამდივლად დიდებულია. კლუბმა ბევრი ტრანსფერი განახორციელა სასურველი შედეგის მისაღწევად. ყველაფერი კარგად მიდის და მეც ბედნიერი ვარ,” – აცხადებს 26 წლის კევინ დე ბრუინი.