ვინისიუს ჟუნიორი: “კარგი თამაშის შემდეგ მარსელო პოზიტიურ მესიჯებს მწერს”
მადრიდის “რეალმა” გასულ მაისში ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი, ვინისიუს ჟუნიორი გაიფორმა. თუმცა, მან რიო დე ჟანეიროს “ფლამენგოს” მოთამაშე ერთი წლით (სანამ 18 წელი არ შეუსრულდება) ბრაზილიაში დატოვა.
ჟუნიორმა თავის აწმყოზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯერ მხოლოდ ამჟამინდელ კლუბზეა კონცენტრირებული.
“მშვიდად ვარ და ჯერ იმ დროზე არ ვფიქრობ, როცა გუნდს დავტოვებ. კიდევ ერთი წელი მაქვს. გეტყვით, რომ “ფლამენგოში” თამაშით, აქ ცხოვრებით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ.”
“არ ვტრაბახობ იმ სიტუაციით, რომელშიც ვიმყოფები. ვაცნობიერებ ჩემს შესაძლებლობებს და მაქსიმალურად ვცდილობ, განვვითარდე. არ მისაუბრია ზიდანთან. თუმცა, კონტაქტი მაქვს მარსელოსთან, კაზემიროსთან. როცა კარგად ვითამაშებ, მარსელო პოზიტიურ მესიჯებს მწერს,” – აცხადებს ახალგაზრდა ბრაზილიელი.