საჩხერის “ჩიხურა” მეოთხე ადგილისთვის ბრძოლას განაგრძობს
დღეს ეროვნულ ლიგაში 33-ე ტურის შეხვედრა გაიმართა თბილისში, “დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე” “საბურთალომ” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დამრაცხდა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. შედეგიანი აღმოჩნდა საჩხერის “ჩიხურას” შეტევა მე-13 წუთზე, მიშიკო სარდალიშვილის კარგი სოლორეიდის შედეგ, ლაზარე კუპატაძემ ცუდად ითამაშა, რითაც საჩხერლებმა ისარგებლეს და ირაკლი ლექვთაძემ კურიოზული გოლი გაიტანა. ამას თბილისლების გააქტიურება მოჰყვა. საკმაოდ კარგი შანსი მიეცათ პირველივე ნახევარში “საბურთალოს” ფეხბურთელებს, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს. მეორე ტაიმში საჩხერლებმა უპირატესობა კონტრშეტევებს მიანიჭეს და ამ გზით ცდილობდნენ მეტოქის შეწუხებას. საბოლოოდ დედაქალქელების შეტევებს მაინც მოჰყვა შედეგი და 70-ე წუთზე ვოლკოვმა ანგარიში გაათანაბრა. ზემო იმერლებმა ტაიმის მიწურულს ბოლო ძალები მოიკრიბეს და მე-80 წუთზე ლევან კაკუბავამ საჯარიმოს გარედან ლამაზი დარტყმით კუპატაძეს შორეულ ცხრიანში გაუტანა, სწორედ ეს გოლი აღმოჩნდა გადამწყვეტი. შეხვედრა 1-2 დასრულდა.
სასტარტო შემადგენლობები
“საბურთალო”: 17. ლაზარე კუპატაძე, 2. ნოდარ იაშვილი, 4. გაგი მარგველაშვილი (C), 6. თედორე გრიგალაშვილი, 7. ვლადიმერ მამუჩაშვილი, 9. ლაშა შინდაგორიძე, 15. დაჩი ცნობილაძე, 20. ელვინ ტერა, 24. თორნიკე თარხნიშვილი, 90. დავით ვოლკოვი, 93. ნდუე მუეცი.
“ჩიხურა”: 30. დინო ჰამზიჩი, 3. თორნიკე გრიგალშვილი, 5. ბაქარ მირცხულავა, 10. მიშიკო სარდალიშვილი, 15. გიორგი კორიფაძე, 18. დიმიტრი ტატანაშვილი, 19. ლევან კაკუბავა, 21. გიორგი ივანიშვილი, 22. ირაკლი ლექვთაძე, 27. დენის დობროვოლსკი (C), 39. თორნიკე გორგიაშვილი.