პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” ვერც “არსენალმა” შეაჩერა (ვიდეო)
პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” ინგლისის ჩემპიონატში კვლავაც შეუჩერებელია. პრემიერ ლიგის მე-11 ტურში “ქალაქელების” შეჩერების ამბიციით “ეტიჰადს” “არსენალი” ეწვია, თუმცა ამაოდ – “მეთოფეები” 3:1 დამარცხდნენ.
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და თამაშის მე-19 წუთზე კევინ დე ბრუინმა ანგარიშის გახსნაც კი შეძლო. 50-ე წუთზეაგუერომ თერთმეტმეტრიანის წყალობით ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა, რასაც ლაკაზეტმა უპასუხა (65′). მატჩს წერტილი გაბრიელ ჟეზუსის მიერ 74-ე წუთზე გატანილმა გოლმა დაუსვა – 3:1.
შედეგად, 11 ტურის შემდეგ პეპის გუნდს 10 მოგება და ერთი ფრე უგროვდება. შესაბამისად, “მანჩესტერ სიტი” 31 ქულით პირველ პოზიციას იკავებს სატურნირო ცხრილში, “არსენალი” კი 19 ქულით მეექვსეა.
“მანჩესტერ სიტი”: ედერსონი; დელფი, ოტამენდი, სტოუნზი, უოკერი; სილვა, ფერნანდინიო, დე ბრუინი; ლეროი სანე (ბერნარდო სილვა 87′), აგუერო (გაბრიელ ჟეზუსი 62′), სტერლინგი (გიუნდოგანი 78′)
მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
“არსენალი”: ჩეხი; ბელერინი, კოშელნი, მონრეალი, კოლაშინაცი; რემზი, კოკლინი (ლაკაზეტი 56′), ჯაკა (ჟირუ 78′); იოზილი, აივობი (უილშეარი 78′); ალექსის სანჩესი
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი