“რუსთავი” – “მერანი”: პოლარის შედეგები ცნობილია (ფოტო)
ეროვნულ ლიგა 2-ში ოცდამეცამეტე ტურის შეხვედრა გაიმართა რუსთავში, “ფოლადს” არენაზე. ადგილობრივმა კლუბმა მარტვილის “მერანს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1-0 დაამრცხა მეტოქე.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქმე ისაა, რომ ეს ორი გუნდი ცხრილში ერთმანეთის მეზობლად იმყოფება, გათამაშების დასრულებამდე 3 ტურით ადრე კი ერთმანეთს შეხვდნენ და შეიძლება ითქვას, რომ დათა სიჭინავას გოლით მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, “რუსთავმა” საქართველოს რანგით პირველ დივიზიონში პირდაპირ გადმოსასვლელად დიდი ნაბჯი გადადგა.
რაც შეეხება პოლარის სისტემას, ის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით სექტემბრიდან მოქმედებს და ძირითადად ეროვნულ ლიგაში გამრთული შეხვედრების მონაცემებს ითვლის, მაგრამ ის ამჯერად რანგით მეორე დივიზიონის ცენტრალურ შეხვედრაშიც გამოიყენეს.