“რეალი” ხუან მატას გადაბირებას გეგმავს
მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელი ნახევამრცველის, ხუან მატას გადაბირებას აპირებენ. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა, Express ავრცელებს.
როგორც იცით, ბოლო დროს ჟოზე მოურინიომ ხუან მატა სასტარტო შემადგენლობიდან ამოაგდო, რის გამოც მატამ არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება.
თანაც, ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ “ჩელსის” ყოფილ ფეხბურთელს “ოლდ ტრაფორდელებთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ზამთარში “ბლანკოსს” მისი გადაბირება ხელსაყრელ ფასად შეეძლება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ხუან მატა “რეალის” ახალგაზრდულ გუნდშია აღზრდილი, რაც კიდევ უფრო ზრდის ესპანელი ფეხბურთელის მადრიდში დაბრუნების შანსებს.