“რეალი” გარეთ ბეილს სრულ ნდობას უცხადებს
მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები გუნდის უელსელ ვარსკვლავს, გარეთ ბეილს სრულ ნდობას უცხადებენ და არ აპირებენ მის ტრანსფერზე დაყენებას. ამ ინფორმაციას ესპანური ტაბლოიდი, Marca ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ზინადინ ზიდანი დარწმუნებულია 28 წლის ბეილის შესაძლებლობებში და სჯერა, რომ ფორმის დაბრუნების შემდეგ, ის გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი გახდება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ბეილი არც თუ ისე კარგად გამოიყურება. მან ლა ლიგის 2017/18 წლების სეზონის მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავის ორი გატანილი გოლით დაგვამახსოვრა.
ბეილსა და “რეალს” კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებთ.