მესი: “სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით, ბოლო მომენტამდე არ იცოდი, რომ ნეიმარი გვტოვებდა”
კატალონიის “ბარსელონას” სუპერვარკსვლავი, ლიონელ მესი აცხადებს, რომ მან ნეიმარის “პსჟ”-ში გადასვლის გადაწყვეტილების შესახებ ბოლო წუთამდე არაფერი იცოდა.
“პატიოსნად გეტყვით, რომ ამ ტრანსფერის შესახებ, ფაქტობრივად, ბოლო მომენტში გავიგე. როდესაც პრე-სეზონი გვქოდნა, ჩვეულებრივად ვსაუბრობდით ერთმანეთში და ნეიმარი წასვლაზე არაფერს ამბობდა. უბრალოდ, მითხრა, რომ არ იყო დარწმუნებული, რა უნდა გაეკეთებინა და არც იმაში იყო თავდაჯერებული, რომ აწმყოში სწორად იქცეოდა. სხვა გუნდელებმა წასვლის შესახებ იცოდნენ.”
ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელი ლუის სუარესი იყო, რომელიც აღნიშნულ თემაზე საუბრობს.
“ჩვენ მას არაერთხელ ვუთქარით: “ნეი, თუ წახვალ, არ იქნები ბედნიერი.” არ გვინდოდა, რომ მას ჩვენი გუნდი დაეტოვებინა. თუმცა, თუ ეს სურდა, ის იყო თავისუფალი და შეეძლო, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიეღო. იმის გამო, რომ ჩვენ მეგობერი ვიყავით, მისი წასვლა მტკივნეული იყო,” – აცხადებს ურუგვაელი.