ახალგაზრდული ნაკრების ღია ვარჯიში
10 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროშესარჩევი ციკლის მეოთხე ტურის მატჩს ჩაატარებს. გია გეგუჩაძის გუნდი ფინეთს უმასპინძლებს. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
დღეს კი 21-წლამდელებმა ფინელებთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართეს. შეკრების დასაწყისშივე ცნობილი ტრავმირებულების გამოკლებით, გუნდი ნაყოფიერად ემზადება. საქართველოს ნაკრების შემდეგ მიხეილ მესხის მოედანი უკვე ფინელებმა დაიკავეს.
საქართველო-ფინეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი ტელეკომპანია “სეტანტას” ეთერში გადაიცემა. გარდა ამისა, მატჩის ყურებას სფფ-ის ვებგვერდზეც შეძლებთ.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ლევან შოვნაძე (დინამო ბთ);
მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო კ, უკრაინა), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), აკაკი შულაია (დინამო თბ), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით კობოური (დინამო თბ), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო);
ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ბაშალეიშვილი (თელავი), ლადო მოხევიშვილი (ალბასეტე, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი);
თავდამსხმელები: რომან ჭანტურია (პრატო, იტალია), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა).
სფფ-ის პრესსამსახური