ასენსიო: “ნორმალურია, რომ ჯერ ესპანეთის ნაკრებისა და “რეალის” ლიდერი არ ვარ”
მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი, მარკო ასენსიო ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და ამხანაგური შეხვედრების ჩასატარებლად ემზადება.
21 წლის მოთამაშემ Marca-სთან ისაუბრა.
“ყველაფრისთვის მზად ვარ. ჯერ მხოლოდ 21 წლის ვარ და ნორმალურია, რომ გუნდისა და ნაკრების ლიდერობა მე არ მაწევს კისერზე. ორივეგან ჩემზე გაცილებით გამოციდლი ფეხბურთელები არიან, რომლებიც აღნიშნულ როლს თავად ასრულებენ. მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ წინ – ვვითარდები.”
“ზიდანი მშვიდია, ლოპეტეგი კი მის ხასიათს მუდამ გაჩვენებს, თუმცა ორივე მათგანი უმაღლესი დონის სპეციალისტია. მათ ზუსტად იციან, რას აკეთებენ და რა სურთ. ისინი მენდობიან და სწორედ ესაა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი. მათი დამოკიდებულების გამო, მოედანზე მშვიდად ვარ,” – აცხადებს ასენსიო.