ედენ აზარმა მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
ლონდონის “ჩელსის” შემტევმა, ედენ აზარმა განაცხადა, რომ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი მისი თანამემამულე, კევინ დე ბრუინია.
“ვფიქრობ, ამ მომენტისათვის პრემიერ ლიგის საუკეთესო გუნდი “მანჩესტერ სიტია”. კევინ დე ბრუინი “მანჩესტერ სიტისათვის” მნიშვნელოვანი ფიგურაა, გვარდიოლას სისტემაში კი ის თავის პოტენციალს ბოლომდე ავლენს. ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში კევინ დე ბრუინი ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია”, – განუცხადა აზარმა ბელგიურ პრესას.
შეგახსენებთ, რომ “სიტის” ერთ-ერთმა ლიდერმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.