ჰაინკესი “ბაიერნთან” გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებაზე ფიქრობს
გერმანულ პრესაში ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მიუნხენის “ბაიერნის” ამჟამინდელი თავკაცი, იუპ ჰაინკესი კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებაზე ფიქრობს, თავად სპეციალისტიც ადასტურებს.
“კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტის შეთანხმება? ამას არ გამოვრიცხავ,” – აცხადებს იუპი, რომელმაც “რეკორდმაისტერი” გუნდიდან კარლო ანჩელოტის წასვლის შემდეგ ჩაიბარა.
შეგახსენებთ, რომ ჰაინკესი აქამდეც მუშაობდა “ბაიერნში”. მისი ბოლო სეზონი კი წარმატებებით აღმოჩნდა აღსავსე – 2013 წელს მისი მეთაურობით ბავარიულმა კლუბმა ტრიპლეტი გაიფორმა – მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა და გერმანიის თასი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჰაინკესის მისვლამ “ბაიერნში” სიტუაცია რადიკალურად შეცვალა და მას შემდეგ ჩატარებული 7 მატჩიდან 7-ვე “ბაიერნის” მოგებით დასრულდა.