ბენზემა: “რონალდუ ჩემზე ეგოისტია, თუმცა ეს გუნდისთვის კარგია”
მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, კარიმ ბენზემამ თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. ფრანგმა განაცხადა, რომ ის და პორტუგალიელი მოედანზე მშვენივრად უგებენ ერთმანეთს, თუმცა უფრო ხშირად თავის თავზე თამაშს კრიშტიანუ იღებს.
“რეალში” გოლებს მეც ვიტან. თუმცა, როცა შენ გყავს თანაგუნდელი, რომელსაც ერთ სეზონში 50-ჯერ შეუძლია მეტოქეს გაუტანოს, მაშინ პირველობისთვის ბრძოლაში ხელმოცარული რჩები. მინდა, ვთქვა, რომ “ლიონისა” და ამჟამინდელი ბენზემას სათამაშო სტილი და როლი ერთმანეთისგან განსხვავდება. ახლა უბრალოდ მიყვარს ფეხბურთის თამაში და ტიტულების მოგება. ამ ყველაფრით სიამოვნებას ვიღებ.”
“მე და რონალდუ ერთმანეთს მშვენივრად ვეწყობით. მის გვერდზე ასპარეზობა დიდი სიამოვნებაა. მას ერთი შეხებით თამაში უყვარს. “რონი” ჩემზე ეგოისტია, თუმცა ეს ნორმალურია. ამით საერთოდ არ ვღიზიანდები, რადგან გუნდისთვის ასე უფრო სჯობს,” – აცხადებს ფრანგი.