“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ ნახევარმცველს სიმსივნე აღმოუჩინეს
“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “სელტიკის” ყოფილ ფეხბურთელს, 36 წლის ლიამ მილერს სიმსივნე აღმოუჩინეს. ამჟამად ირლანდიელი ფეხბურთელი აშშ-დან, სადაც ქიმიოთერაპიით მკურნალობდა, სამშობლოში ბრუნდება. მისი მდგომარეობა საკმაოდ რთულია.
“დიდი იმედი მაქვს, რომ ის ცხოვრების ამ რთულ პერიოდს წარმატებით გაივლის,” – აცხადებს მისი ყოფილი თანაგუნდელი, ჯონ ჰარტსონი.
ამ სამწუხარო ამბავს ლიამის “ასტონ ვილელი” თანაგუნდელი, სტილიან პეტროვიც გამოეხმაურა: “ძალიან დამამწუხრა ამ ამბავმა. მხნედ იყავი მეგობარო და გახსოვდეს, რომ ჩვენ შევძელით დაავადებების დამარცხება. შენც შეძლებ, ჩემო მეგობარო.”
მილერის საფეხბურთო კარიერა “სელტიკში” დაიწყო, სადაც მალევე გამოიჩინა თავი და “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებსაც მოაწონა თავი. მის ანგარიშზე ირლანდიის ნაკრებში ჩატარებული 21 მატჩიცაა 2004-09 წლებში.