დე ხეა: “ფეხბურთელებს, რომლებიც ესპანეთს ტოვებენ, ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად აქცევენ ყურადღებას”
დღეს ესპანეთის ნაკრები რუსეთის ეროვნულ გუნდს სტუმრად დაუპირისპირდება.
“ფურია როხას” კარის დარაჯმა, დავიდ დე ხეამ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა, სადაც საზღვარგარეთ მოთამაშე ესპანელ ფეხბურთელებზე ისაუბრა. ასევე, იგი შეეხო, თავისი ნაკრების ახალგაზრდა გოლკიპერს, კეპა არისაბალაგას.
“ვფიქრობ, ის მოთამაშეები, რომლებიც ესპანეთში რჩებიან, უფრო მეტად ექცევიან ესპანელების ყურადღების ცენტრში, ვიდრე ისინი, ვინც უცხოეთში თამაშობენ. ხალხს ხშირად ვავიწყდებით. ეს რა თქმა უნდა, სასიამოვნო ტენდენცია არაა. ინგლისში სხვანაირადაა. ბრიტანელ ხალხს მათი მოთამაშეები მუდამ ახსოვს და მხარს უჭერს.”
“კეპა ახალგაზრდაა. მას გრძელი კარიერა აქვს. ახლა იგი ცნობილია, თუმცა შრომა და განვითარება უნდა განაგრძოს. როცა მასთან ერთად ვარჯიშობ, შენ ხვდები, რა დონისაა ის. კეპა დიდ ტალანტს ფლობს. იმედი მაქვს, ის კიდევ უფრო მაღალ დონეზე ითამაშებს,” – აცხადებს დე ხეა.