კასილასი ბუფონს: “ვამაყობ, რომ გიცნობ!”
მადრიდის “რეალის” ყოფილმა მეკარემ, იკერ კასილასმა სოციალურ ქსელ Facebook-ში ჯანლუიჯი ბუფონთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.
როგორც იცით, 13 ნოემბერს, იტალიის ნაკრები მუნდიალის ფლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში შვედეთს დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 დარჩა. “სკუადრა აძურა” მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს, ბუფონი კარიერას მე-6 მუნდიალის გარეშე დაასრულებს.
შვედეთთან მატჩის შემდეგ, ბუფონმა განაცხადა, რომ ის სანაკრებო კარიერას ასრულებს, ინტერვიუს დროს კი მან ცრემლები ვერ შეიკავა.
“არ მომწონს, ასეთს რომ გხედავ! მინდა, ისეთი გნახო, როგორიც აქამდე იყავი. ლეგენდა! ვამაყობ, რომ გიცნობ და ვამაყობ იმით, რომ შენს წინააღმდეგ ბევრჯერ ვითამაშე. ჩემო მეგობარო, შენ ფეხბურთში ჯერ კიდევ ბრწყინავ!” – წერს იკერი Twitter-ში.
No me gusta nada verte así! Quiero verte como hasta ahora, como lo que sigues siendo para muchos: una LEYENDA. Orgulloso de conocerte y orgulloso de haberme enfrentado a ti muchas veces. Aún nos tienes que deleitar en el fútbol amigo! #1 pic.twitter.com/gs9o0irCqo
— Iker Casillas (@IkerCasillas) November 13, 2017