დე როსი მწვრთნელს: “მე რატომ უნდა გავხურდე, ინსინიე ათამაშეთ!”
13 ნოემბერს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში იტალიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე შვედეთთან ფრედ 0:0 ითამაშა და მუნდიალის საგზური ვერ მოიპოვა.
იტალიელთა მთავარი მწვრთნელის, ჯან პიერო ვენტურას გადაწყვეტილებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 69 წლის სპეციალისტმა ლორენცო ინსინიე სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მას თამაშის საშუალება არ მისცა.
შეხვედრის მეორე ნახევარში ვენტურას ასისტენტი დე როსისთან მივიდა და მას უთხრა, რომ გახურებულიყო. თუმცა 34 წლის ნახევარმცველს მწვრთნელების გადაწყვეტილება არ მოეწონა.
“მე რატომ უნდა გავხურდე? ჩვენ ფრე არ გვინდა, უნდა მოვიგოთ!” – უთხრა დე როსიმ მწვრთნელს და მას მიანიშნა, რომ თამაშში ინსინიე უნდა ჩაერთოთ.
De Rossi when asked to warm up: "Why the **** should I come on? We're not meant to draw, we're meant to win!" Then points to Insigne…. pic.twitter.com/vcfWS5u38T
— Juvefc.com (@juvefcdotcom) November 13, 2017