WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (346828) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

“იუვენტუსი” ბუფონის შემცვლელად გუნდში “ატლეტიკის” მეკარის მიყვანას გეგმავს

თარიღი: ნოემბერი 14, 2017

ბილბაოს “ატლეტიკის” კარის დარაჯის, კეპა არისაბალაგას გადაბირებით ტურინის “იუვენტუსიც” ინტერესდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ “ბებერ ქალბატონს” 23 წლის ბასკი ფეხბურთელის გადასაბირებლად “რეალისთვის” მოუწევს კონკურენციის გაწევა.

როგორც Marca-ს ჟურნალისტები იტყობინებიან, ახალგაზრდა მეკარის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 20 მილიონი ევროა მითითებული. “სამეფო კლუბი”, მსგავსად იტალიური გრანდისა, მზადაა, ეს თანხა იანვარშივე გადაიხადოს.

ასე რომ, არჩევანი კეპაზეა – ბასკმა მეკარემ ან ბუფონის პოტენციური შემცვლელის როლზე უნდა გააკეთოს არჩევანი, ან მადრიდელთა სათადარიგო მეკარეობაზე.

არისაბალაგას “ატლეტიკთან” კონტრაქტი მომავალი წლის ბოლოს ეწურება. ამ უკანასკნელმა მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა პრიმერაში და საშუალოდ 1,5 გოლი გაუშვა თითოეულში.



მსგავსი სიახლეები