დანი ალვეში: “გაბრიელ ჟეზუსი ახალი რონალდოა”
“პარი სენ-ჟერმენის” მცველმა, დანი ალვეშმა თავის ბრაზილიელ თანამემამულეს, გაბრიელ ჟეზუსს, რომელიც ამ დროისთვის “მანჩესტერ სიტის” ღირსებას იცავს, ახალი რონალდო უწოდა.
“სულაც არ ვხუმრობ, როდესაც გაბრიელ ჟეზუსს ახალ რონალდოს ვუწოდებ. მათ ბევრი მსგავსება აქვთ, განსაკუთრებით გოლების გატანის მხრივ.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ გაბრიელი უკვე დიდი ფეხბურთელია. თუმცა, მჯერა, რომ ის კიდევ უფრო ძლიერი გახდება. რაც მთავარია, მას სიამოვნებს ის, რასაც აკეთებს და საკუთარ ძალებშიც დარწმუნებულია,” – აცხადებს ალვეში.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ჟეზუსი “ეტიჰადზე” “პალმეირასიდან” გადავიდა და პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე შეძლო 7 გოლის გატანა.