“შევარდენი 1906” ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს!
დღეს საჩხერეში ეროვნულ ლიგა 3-ის შეხვედრა გაიმართა, მასპინძლის სტატუსით მოასპარეზე “ჭიათურამ” თბილისის “შევარდენ 1906”-ს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 0-1 დამარცხდა.
დედაქალაქელთათვის ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან გამარჯვების შემთხვევაში ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობის უფლებას პირდაპირ მოიპოვებდნენ. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გადამწყვეტი გოლი 84-ე წუთზე გავიდა. “შევარდენის” კარგ შეტევას დავით ოდიკაძის გოლი მოჰყვა და თბილისელებმა ერთი ტურით ადრე საქართველოს რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ “შევარდენი 1906” სულ რაღაც 1 წელია, რაც ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა და კლუბი უკვე მეორედ გახდა გათამაშების ჩემპიონი.