დენის სუარესი: “რაც არ უნდა გავაკეთო, მაინც გასაყიდ ფეხბურთელთა სიაში ვიქნები”
ზამთარი მოდის და, უფრო და უფრო, მატულობს ხმები იმის შესახებ, რომ კატალონიის “ბარსელონა” ფილიპე კოუნტინიოს იანვარში მაინც გაიფორმებს. სამაგიეროდ, წასვლას უწინასწარმეტყველებენ დენის სუარესს, რომლის ადგილი, ბრაზილიელის “ბლაგურნაში” მისვლის შემდეგ, წესით, აღარ იქნება.
გავრცელებულ ხმებზე ისაუბრა თავად სუარესმა და განაცხადა, რომ მას “ბარსაში” დარჩენა და იქ წარმატება სურს.
“გრძნობა მაქვს, რაც არ უნდა გავაკეთო, მაინც გასაყიდ ფეხბურთელთა სიაში ვიქნები. არ მინდა “ბარსელონადან” წასვლა. ეს არა ერთხელ მითქვამს. მინდა, აქ წარმატებას მივაღწიო და ამ გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურად ვიქცე. სიმართლე გითხრათ, ამ საკითხზე კლუბის ხლმძღვანელობასთან ან მწვრთელთან არ მისაუბრია. ჩემი აგენტისთვისაც არ მიმართავს, შემოთავაზებები მიიღოს, ან განიხილოს. არ მინდა წასვლა!” – ამბობს დენისი.