დორასო: “კალაძე არ მესაუბრებოდა, თუმცა მან დამიცვა”
“მილანისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ვიკაშ დორასომ ფრანგულ ტელევიზიასთან სტუმრობის დროს “როსონერის” ერთ-ერთ ვარჯიშზე მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.
დორასოს თქმით, კალაძემ, რომელიც მას საერთოდ არ ესაუბრებოდა, ვარჯიშზე ის დაიცვა.
“კალაძე ჩემს მეზობლად ცხოვრობდა. მას ფერარი ჰყავდა და “მილანელოზე” ერთად მივდიოდით. გზაში არასოდეს მელაპარაკებოდა. ერთ დღეს, ვარჯიშზე ჯენარო გატუზოსთან შელაპარაკება მომივიდა, მან ხელიც დამარტყა. კალაძემ დამიცვა. ის გატუზოსთან მივიდა და უთხრა: “თუ მსგავსი რამ კიდევ განმეორდება, დედას მ********”, – განაცხადა დორასომ SFR Sport-ის ეთერში.
? L'anecdote dingue de Dhorasoo sur cette star de l'#ACMilan qui l'a protégé face à Gattuso : "Si tu le retouches …" ?? #LeVestiaire @AcMilan_France @ACMilanFRA @vikash_dhorasoo @acmilan_fra pic.twitter.com/bpGl8KWalJ
— SFR Sport (@SFR_Sport) November 14, 2017