სიმეონე: “რეალმა” კარგი რაღაც ყველა ესპანური გუნდისგან ისწავლა “
დღეს მადრიდული დერბია: “ატლეტიკო” “რეალის” წინააღმდეგ.
ლა ლიგის მეთორმეტე ტურის მატჩის წინ, რომელიც “ვანდა მეტროპოლიტანოზე” შედგება, “როხიბლანკოს” მწვრთნელმა, დიეგო პაბლო სიმეონემ პრესკონფერენცია გამართა.
“ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. ისინი ახლა ყველაზე ძლიერები არიან, ისევე, როგოც “ბარსელონა” – თავის პერიოდში. “ბლანკოსმა” ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო, ასევე, შარშან ლა ლიგის თასიც აღმართა. ისინი ჩვენზე ეუკეთესები არიან. ზინედინ ზიდანის გუნდმა ყველა ესპანური გუნდისგან რაღაც კარგი ისწავლა.”
“ისინი ითვალისწინებენ იმ ასპექტებს, რომლებსაც სხვები თვალთახედვაში ვერ იღებენ. “რეალს” ეს ყველაფერი რეზერვში აქვს. რაც კლუბში მოვედი, ყველა დერბი ერთნაირია. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ ის ხვალ განსხვავებული იქნება. გრიზმანზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ის შესანიშნავი მოთამაშეა. მას დიდი ენთუზიაზმი აქვს. იმედი მაქვს, ხვალ ანტუანი ერთ-ერთ საუკეთესო თამაშს ჩაატარებს,” – აცხადებს სიმეონე.